მოსწავლეებმა რეგიონებში სამოქალაქო განათლების პროექტების შედეგები წარმოადგინეს

USAID - ის სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ პარტნიორი სკოლების მოსწავლეებმა შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, იმერეთის, კახეთის, სამეგრელო -ზემო სავანეთის, გურიის და აჭარის რეგიონებიდან მათ მიერ განხორციელებული სამოქალაქო განათლების პროექტების შედეგები წარმოადგინეს.
მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი პროექტები ეხებოდა თემის და სკოლის პრობლემების მოგვარებას, თანატოლთა შორის ჩაგვრის შემცირებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, საგზაო უსაფრთხოებას, ბუნების დაცვას, ნაადრევი ქორწინების პრევენციას და სხვ. მოსწავლეებმა ასევე წარმოადგინეს ფორუმ თეატრი ძალადობის თემაზე.
ღონისძიების დასასრულს პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში გამოცხადებული ტექნიკის კონკურსში გამარჯვებული სკოლები და პედაგოგები დაჯილდოვდნენ.
მოსწავლეთა ნამუშევრებს გაეცნენ პედაგოგები, სკოლის ადმინისტრაციის, სამოქალაქო განათლების პროგრამის, საგანმანათლებლო რესურსცენტრების და მედიის წარმომადგენლები. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ის სამთავრობო და კერძო სტრუქტურების წარმომადგენლები, რომლებმაც ხელი შეუწყეს მოსწავლეებს პროექტების და ინიციატივების განხორციელებას.
თბილისის სკოლების მოსწავლეების პროექტების პრეზენტაცია ა.წ. 17 თებერვალს გაიმართება.