მოსწავლეებმა თემში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე იზრუნეს

სოფელ საღოლაშენის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა თემში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე იზრუნეს.
მოსწავლეების მიერ სოფელში თემის საჭიროებების კვლევის დროს გამოვლინდა, რომ საგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით საჭიროა ავტობუსის მოსაცდელის მოწყობა.
პრობლემის მოსაგვარებლად მოსწავლეებმა გადაიღეს ვიდეო რგოლი, რომელშიც ნათლად ჩანს მოსაცდელის საჭიროება და თვითმმართველობასთან შეხვედრის დროს წარმოადგინეს იგი.
შედეგად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს მოსწავლეთა ინიციატივას და ქარელის მერიის გადაწყვეტილებით სოფელ საღოლაშენში ავტობუსის მოსაცდელი გაკეთდა.