ვერიკო სუხიტაშვილი, საღოლაშენის საჯარო სკოლის მოსწავლე

,,პროგრამის „მომავლის თაობა“ მიმდინარეობის პროცესში უამრავი ცვლილების ინიციატორი გავხდი; ვმონაწილეობდი საინტერესო აქტივობებში, რომლებიც ახალ იდეებს გვიჩენდა და ახალ შესაძლებლობებს გვთავაზობდა; აღმოვაჩინე, რომ ახალგაზრდებს ერთობლივი მუშაობით გარემოს უკეთესობისკენ შეცვლა შეგვიძლია. მოსწავლეების ინიციატივით და ადგილობრივ თვითმმართველობასთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგად სოფელში ავტობუსის მოსაცდელების მშენებლობა დაიწყო, რამაც უფრო თავდაჯერებული და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული გაგვხადა.

ახლა უკვე ვიცი, რომ არ უნდა ვიყო პასიური და საკუთარი წვლილი უნდა შევიტანო ჩემი თემის განვითარებაში; ვიზრუნო არა მარტო საკუთარ თავზე, არამედ ჩემს გარშემო მყოფებზეც” - ვერიკო სუხიტაშვილი, საღოლაშენის საჯარო სკოლის მოსწავლე.