გამწვანების აქცია ზუგდიდში

სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის ზუგდიდის # 3 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა აღენიშნეს დედამიწის საერთაშორისო დღე და მოაწყვეს გამწვანების აქცია  

2012 წლის 22 აპრილს რეგიონული ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოს ტერიტორიაზე განხორციელდა სამოქალაქო ინიციატივა სახელწოდებით „დარგე ერთი ხე“ , რომელშიც მიიღო მონაწილეობა 150–ზე მეტმა ადამიანმა და დაირგო 150 პინუს პინგას (კანადური ფიჭვი) ნერგი.

მოსწავლეებმა შ.პ.ს. „კოლხიდ-პეიზაჟში“ შეიძინეს  120 ნერგი,  ხოლო კომპანიამ უფასოდ გამოუყო კლუბს 30 ნერგი. ამ ინიციატივაში ჩაერთო რეგიონული ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოს ადმინისტრაცია და დამატებით შეიძინეს 30 ნერგი. დარგვაში ზუგდიდის რაიონის  12  საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა და 90-მდე მოსწავლემ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომლებმა , მასწავლებლებმა და  მშობლებმა მიიღეს მონაწილეობა. დარგვამდე  შ.პ.ს. „კოლხიდ-პეიზაჟის“ ხელმძღვანელმა  ბესიკ ჭითანავამ მოსწავლეებს გააცნო დარგვის წესები, მცენარეების თავისებურებები და მათი მოვლის ხერხები. 

ამ ინიციატივის შედეგად ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოს მიმდებარე  ტერიტორიაზე გაუმჯობესდება გარემო.პირობები.

ასოციაცია „ათინათი“