მოსწავლეების სასწავლო ვიზიტი

მოსწავლეები გურიიდან სასწავლო ვიზიტით ეწვივნენ  ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლებისა და გენდერულ საკითხთა განყოფილებას, სადაც განყოფილების ფუნქციებსა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებს გაეცნენ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენელი ლალი სიჭინავა მათ საჯარო სამსახურებში დასაქმებულთა გენდერულ ბალანსსა და პროფესიის არჩევისას გენდერის გათვალისწინების სტერეოტიპებზე ესაუბრა.

„ჩვენთვის საინტერესო იყო იმ ღონისძიებებისა და სიახლეების გაცნობა, რომელიც გენდერულ საკითხთა განყოფილებაში იგეგმება, განსაკუთრებით, ქალთა გაძლიერებისა და ჩართულობის ამაღლების მიზნით. მასპინძლებს ჩვენი საქმიანობაც გავაცანით და თანამშრომლობა შევთავაზეთ“ - აღნიშნა ვაკიჯვრის საჯარო სკოლის მოსწავლემ ანანო ჭოხონელიძემ.