ოსიაურის სკოლაში მოსწავლეებმა განხორციელებული პროექტების შედეგები წარმოადგინეს

სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა მათ მიერ განხორციელებული სამოქალაქო განათლების პროექტების შედეგები წარმოადგინეს და ასევე - მცირე წარმოდგენა თანატოლთა შორის ჩაგვრის შემცირების თემაზე.
მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი პროექტები გარემოს დაცვას, სათემო პრობლემების მოგვარებასა, კერძოდ - მდინარე „სურამულას“ გადარჩენას დაბინძურებისაგან, ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობას და სამოქალაქო განათლების ბანაკის ორგანიზებას ეხებოდა.
მოსწავლეთა ნამუშევრებს აშშ საერთაშორისო განვითარების დემოკრატიის, მმართველობისა და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორი ადამ შმიდტი, USAID -ის წარმომადგენელი ნინო ბუაჩიძე და საზოგადოება „ბილიკის“ ხელმძღვანელი მარი მღებრიშვილი გაეცნენ, ასევე - პედაგოგები და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია სამოქალაქო განათლების თემებზე.