სასკოლო სამოქალაქო კლუბების მოსწავლეების შეხვედრა სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებთან

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, მათი შრომითი უფლებების, ოჯახში ძალადობის, სკოლაში ბულინგის მსხვერპლი ბავშვების უფლებების დაცვის საკითხებს და იმ ნაბიჯებს, რომელსაც სახალხო დამცველის აპარატი უფლებების დარღვევის დროს მიმართავს, ეხებოდა სამოქალაქო კლუბის მოსწავლეების მიერ ონლაინ კონფერენციის დროს დასმული შეკითხვები.
ონლაინ კონფერენციის სტუმრები იყვნენ მაია გედევანიშვილი, სახალხო დამცველის ოფისის ბავშვთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი და გვანცა ჩხაიძე, სახალხო დამცველის ოფისის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსი.
სტუმრებმა აუდიტორიაში მყოფი თბილისის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებისა და საქართველოს ათივე რეგიონიდან სოციალური ქსელის მეშვეობით მიღებულ მოსწავლეთა შეკითხვებს უპასუხეს, საინტერესო კითხვებისა და აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადეს მოსწავლეებს და დასასრულს, სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს მათთან.