პრეზენტაცია სკოლაში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე

სოფელ ჩხორიის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებმა სკოლაში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
კლუბის წევრებმა საინფორმაციო ტიპის შეხვედრები მოაწყვეს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის, დაამზადეს საინფორმაციო პოსტერები და მოაწყვეს პრეზენტაცია სკოლაში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე.