მოწოდებები გენდერულ თემებზე

ნუ ვიქნებით ჩაკეტილები, ვილაპარაკოთ!
ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ ქალები და ჩვენზე ძალადობის უფლება არავის აქვს!
ერთად შევქმნათ გარემო, სადაც ყველა თანასწორია.
შენ არ ხარ მარტო - ილაპარაკე!
ეს ის მოწოდებებია, რომელიც შიდა ქართლის რეგიონის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრმა მოსწავლეებმა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელთან ქეთევან ბებიაშვილთან და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელთან აღმოსავლეთ საქართველოში ანა ჯანიაშვილთან საინფორმაციო შეხვედრის შემდეგ მოამზადეს. შეხვედრაზე მოსწავლეებმა იმსჯელეს ბულინგის, ოჯახური ძალადობის და ნაადრევი ქორწინების პრევენციის საკითხებზე.