დისკუსია გენდერულ თანასწორობაზე

აჭარის რეგიონის სასკოლო სამოქალაქო კლუბების მოსწავლეები საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის წარმომადგენელს ნინო დოლიძეს შეხვდნენ, რომელმაც გენდერულ თანასწორობაზე, ქალთა უფლებებზე და მათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობაზე ისაუბრა. შემდეგ შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეების შეკითხვები ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრას, ნაადრევი ქორწინებით გამოწვეული რისკების და ქალთა უფლებების დაცვას ეხებოდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის დირექტორის მოადგილე დევიდ ჰოფმანი, USAID-ის დემოკრატიის, მმართველობისა და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორი ადამ შმიდტი, სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორი მარინა უშვერიძე, ბათუმის განათლების