ნიკა კილტავა, თბილისის #74 საჯარო სკოლის მოსწავლე

„როდესაც პირველად სასკოლო სამოქალაქო კლუბში მივედი, მახსოვს, ძალიან მორცხვი და გაუბედავი ვიყავი. მეტიც, ჩემზე ჩაკეტილი ბავშვი იშვიათად მხვდებოდა. ერთ დღესაც, საჭირო გახდა, დიდი აუდიტორიის წინაშე სრულიად დამოუკიდებლად გამეკეთებინა პროექტის პრეზენტაცია. სიმართლე გითხრათ, ძალიან ვღელავდი, არ მინდოდა, მაგრამ დაძაბულობა როგორღაც დავძლიე და პრეზენტაცია გავაკეთე. არც მინანია, რადგან იგი გარდამტეხი აღმოჩნდა ჩემთვის: საჯაროდ გამოსვლის კომპლექსი მომეხსნა, ახლა უკვე სხვა კუთხით დავინახე ჩემი თავი და შესაძლებლობები და სამოქალაქო აქტივობებში მონაწილეობაც უფრო აქტიურად და თამამად დავიწყე. ვგრძნობ, რომ ახალმა უნარებმა, უკეთესი გამხადა. პროგრამას „მომავლის თაობა“ მიუძღვის დიდი წვლილი, მადლობა მას“ - ნიკა კილტავა, თბილისის #74 საჯარო სკოლის მოსწავლე.