საგზაო ნიშნები და უსაფრთხოება

თბილისის # 119  საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა, თემში საგზაო უსაფრთხოების ხელშეწყობის მიზნით, ადგილობრივ თვითმმართველობასთან ითანამშრომლეს. მოსწავლეების ინიციატივით და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატის  შალვა ოგბაიძის დახმარებით, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ზებრა გადასასვლელი დაიხაზა,  დამონტაჟდა სატვირთო მანქანების გაჩერების ამკრძალავი ნიშანი  და განთავსდა ავტობუსის განრიგის აღმნიშვნელი  ტაბლო.

შემდეგ კლუბის წევრებმა, საგზაო ნიშნებისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხების უკეთ გაცნობის მიზნით, სკოლაში სიმულაციური თამაში - „ვიცნობთ თუ არა საგზაო ნიშნებს?“ - ჩაატარეს  და საინფორმაციო ფლაერები დაარიგეს თემში.