მოსწავლეები ტელე–რადიო კომპანია „რიონში“ იმყოფებოდნენ

იმერეთის რეგიონის პარტნიორი სკოლების მოსწავლეები სასწავლო ვიზიტით ტელე–რადიო კომპანია „რიონში“ იმყოფებოდნენ. მათ ტელე–რადიო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა თამარ ღვინიანიძემ უმასპინძლა. მოსწავლეები ტელევიზიის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ, დაათვალიერეს სტუდიები, ჟურნალისტებს და ოპერატორებს გაესაუბრნენ და შეკითხვები დაუსვეს მათთვის საინტერესო თემებზე.

„ჩვენი სამოქალაქო კლუბის ინიციატივით, შევქმენით ინტერნეტ ტელევიზია, სწორედ ამიტომ ტელეკომპანია „რიონში“ ვიზიტი ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, მივიღეთ ინფორმაცია ტელევიზიის მუშაობის, ვიდეო გადაღების, სიუჟეტის მომზადების შესახებ. ამ გამოცდილებას აუცილებლად გამოვიყენებთ ჩვენს მომავალ საქმიანობაში“ – ილია ყიფშიძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაციხის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ლიდერი.