ტრენინგი - „დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლება“

2019 წლის 2-10 ნოემბერს, თბილისსა და ქუთაისში პროგრამის „მომავლის თაობა“ პარტნიორი სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებს ჩაუტარდათ ტრენინგი „დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლება“. ტრენინგი სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის მიერ იყო ორგანიზებული და მას 32 პედაგოგი დაესწრო საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. 

შეხვედრის შემდეგ რამდენიმე პედაგოგმა საკუთარი მოსაზრება გაგვიზიარა:

„ეს ოთხი დღე ჩემთვის ძალიან ნაყოფიერი იყო. ტრენინგი იმდენად საინტერესო, ინფორმაციული და ამავე დროს მარტივი იყო რომ დრო შეუმჩნევლად გავიდა. ძალიან ბევრი საჭირო საკითხი  განვიხილეთ, ჩემს აქამდე არსებულ ცოდნას კიდევ ბევრი ახალი და საინტერესო ინფორმაცია შეემატა, რასაც კარგად გამოვიყენებ ჩემს საქმიანობაში“ - აღნიშნა ზაირა ბერიძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა. 

„ამ ტრენინგმა ბევრი სიახლით გამამდიდრა. ახლებურად დავინახე რამდენიმე მეთოდი, მაგ. კორნელის მეთოდი. უფრო სიღრმისეულად გავიაზრე პროექტული სწავლების მეთოდები. ძალიან საინტერესო „ენერჯაიზერები“ ვისწავლე. გადამდებია თავად ტრენერის მუხტი, ენერგია და მოტივაცია, ვეცდები მისი პოზიტიტივი საკლასო ოთახში გადავიტანო“ - აღნიშნა მარიამ თოფურიამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა.