.„გავუფრთხილდეთ სიცოცხლეს“

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ობუჯის  #1 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეები სოფლის რწმუნებულს შეხვდნენ და საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს. შედეგად მოსწავლეებმა სკოლის წინ ზებრა გადასასვლელის მოხატვის ნებართვა მიიღეს.

სკოლაში სემინარიც იგეგმება თემაზე - ,,როგორ ვიმოძრაოთ უსაფრთხოდ''. სემინარზე მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოსწავლეები საინფორმაციო კედლის გაზეთს დაამზადებენ და განათავსებენ სკოლაში, ხოლო საინფორმაციო ფლაერებს თემში დაარიგებენ.