„მრგვალი მაგიდა" სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის

2019 წლის 25-26 ოქტომბერს, პროგრამის „მომავლის თაობა" ფარგლებში, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ორგანიზებით, აჭარისა და გურიის რეგიონების სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის „მრგვალი მაგიდა" ჩატარდა თემაზე - ცვლილებები საგანში „მოქალაქეობა".

შეხვედრის შემდეგ რამდენიმე პედაგოგმა საკუთარი მოსაზრება გაგვიზიარა:

ლალი სიჭინავა, ცხემლისხიდის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი: „სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში ორგანიზებული შეხვედრები ყოველთვის ინფორმაციულია და პედაგოგებს შესაძლებლობას გვაძლევს, გავეცნოთ უახლეს ცვლილებებს და მოვარგოთ სასწავლო პროცესს“.

ქეთევან რუსეიშვილი, ბათუმის სკოლის „ევრო 2000“ პედაგოგი: „ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია პროგრამის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგები, რომლებიც ყოველთვის კარგადაა დაგეგმილი, პროფესიონალები უძღვებიან და ზუსტად არის გათვალისწინებული მასწავლებლის საჭიროებები“.