საინფორმაციო კამპანია შშმ და სსმ თანატოლების საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით

იყალთოს საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებმა, შშმ და სსმ თანატოლების საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით  საინფორმაციო კამპანიის ჩატარება გადაწყვიტეს. მათი საჭიროებების  უკეთ გასაცნობად მოზარდებმა სკოლაში გამოკითხვა ჩაატარეს. ისინი ფსიქოლოგსა და  სპეც მასწავლებელსაც გაესაუბრებიან შშმ და სსმ პირების უფლებების შესახებ და მათთან სწორი ურთიერთობისა და ინკლუზიური განათლების შესახებ მიიღებენ ინფორმაციას, შემდაგ კი ფილმის ჩვენება და განხილვა გაიმართება. მოსწავლეები იმედოვნებენ, რომ ეს აქტივობები სკოლის სსმ მოსწავლეებისთვის ადაპტირებული და კომფორტული გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს.