მოსწავლეების თანამშრომლობა ადგილობრივ თვითმმართველობასთან

გურიის რეგიონის პარტნიორი სკოლების მოსწავლეები თანამშრომლობას აგრძელებენ ადგილობრივ თვითმმართველობასთან.  მოსწავლეებმა თემის პრობლემები შეისწავლეს, საპროექტო განაცხადი მოამზადეს და ადგილობრივ ხელისუფლებას გააცნეს. მოსწავლეთა პროექტები - ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის, სასკოლო გარემოს გაუმჯობესებისა და საგზაო უსაფრთხოების  შესახებ საკრებულოს სხდომაზე განიხილეს. ამ პროექტების განსახორციელებლად ახლა მოსწავლეები თვითმმართველობისგან დახმარებას ელიან.