მოსწავლეებმა ხანდაზმულებს საერთაშორისო დღე მიულოცეს

ქ. რუსთავის #3 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის  წევრები ესტუმრნენ რუსთავის მოხუცებულთა სახლს "ქსენონს", ბენეფიციარებს მიულოცეს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე, გადასცეს საჩუქრები და ეს დღე მათთან ერთად გაატარეს. მოსწავლეების სტუმრობამ ძალიან გაახალისა ხანდაზმულები. 

ხანდაზმულებისთვის ნობათის შესაგროვებლად მოსწავლეებს დახმარება სკოლის ადმინისტრაციამ და სხვა კერძო სტრუქტურებმა გაუწიეს. 

ინფორმაცია მოსწავლეთა ინიციატივის შესახებ გავრცელდა ადგილობრივი მედიით. 

https://inforustavi.ge/?m=31&cat_id=4&news_id=11838&fbclid=IwAR1EIopwury25pH7B9YyhBFTcNCQiiE_lMNHtsFC7n-hScCR2eC6C3pfT_w