დავასუფთაოთ მსოფლიო - დავასუფთაოთ საქართველო!

კეხიჯვარის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები დასუფთავების ყოველწლიურ საერთაშორისო კამპანიას – ,,დავასუფთაოთ მსოფლიო“ - შეუერთდნენ.

ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად მოსწავლეებმა სოფლის ქუჩები დაასუფთავეს და ბუნების დაცვის საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო კამპანია აწარმოეს, კერძოდ: ბუნების დაცვის მნიშვნელობაზე მოამზადეს და სოციალურ ქსელში განათავსეს ვიდეო რგოლი, დაამზადეს პოსტერი და სოფლის ხალხმრავალ ადგილას გამოაკრეს, საინფორმაციო ბროშურები კი თემში გაავრცელეს.