„ნაადრევი ქორწინების პრევენცია“

სოფელ ჯიმითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნაადრევი ქორწინების პრევენციის მიზნით თანატოლების ინფორმირება გადაწყვიტეს. მათ სამოქალაქო განათლების პედაგოგის დახმარებით სკოლაში მოიწვიეს ექიმი, ფსიქოლოგი და იურისტი; მოაწყეს თემატური ფილმის ჩვენება, განხილვა და როლური თამაშები; დაამზადეს და სოფელში გაავრცელეს საინფორმაციო ბუკლეტები.

მცირე გრანტის პროექტი „ნაადრევი ქორწინების პრევენცია“  განხორციელდა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში.