„ჩვენ გვიყვარს კითხვა“

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქინძათის მეათე კლასის მოსწავლეებმა სკოლაში მკითხველთა კლუბის ჩამოყალიბებას, სკოლის ბიბლიოთეკის განახლებასა და  სხვადასხვა ასაკის მოსწავლეების კითხვით დაინტერესებას შეუწყეს ხელი. 

მოსწავლეებმა  მოამზადეს ლიტერატურული საღამოები და ვიქტორინები, თანამედროვე მხატვრული ლიტერატურით განაახლეს სკოლის ბიბლიოთეკა, ხოლო ძველ წიგნებს რესტავრაცია გაუკეთეს; ასევე, მოაწყვეს  წაკითხული წიგნების განხილვა, დისკუსია  თემაზე - „წიგნის მნიშვნელობა XXI საუკუნეში",  აქცია - „აჩუქე 1 წიგნი სკოლას" და  ესეების კონკურსი.

განახლებული ლიტერატურით მოსწავლეები მომავალშიც ისარგებლებენ,  ,,მკითხველთა კლუბი’’ კი საქმიანობას კვლავაც აქტიურად გააგრძელებს - თვეში ერთხელ მოეწყობა  წაკითხული წიგნების განხილვა, ვიქტორინები და ლიტერატურული საღამოები სასურველ სტუმრებთან ერთად, ხოლო მოსწავლეთა ლიტერატურული ნამუშევრები წიგნად აიკინძება. 

მცირე გრანტის პროექტი „ჩვენ გვიყვარს კითხვა“ განხორციელდა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში.