ილია კიკნაძე, თბილისის #118 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე

ჩვენმა ძალისხმევამ უშედეგოდ არ ჩაიარა. სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ზებრა გადასასვლელი განახლებას საჭიროებდა. ასევე, ვიფიქრეთ, კარგი იქნებოდა, ავტობუსის გაჩერებაზე მოძრაობის აღმნიშვნელი ტაბლოს დამონტაჟება. დახმარებისთვის ადგილობრივ გამგეობას მივმართეთ და შევხვდით გლდანის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს შალვა ოგბაიძეს. მან ჩვენი პრობლემები მოისმინა და  დახმარებას დაგვპირდა. მართლაც, დეპუტატისა და თბილისის მერიის თანადგომით, მალე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტობუსის განრიგის მაჩვენებელი  ტაბლო დაიდგა და ახალი ზებრა გადასასვლელიც დაიხაზა. 

ამ პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ჩვენს წინაშე არსებული პრობლემის გადაჭრა ერთობლივი მუშაობითა და მონდომებით იყო შესაძლებელი. პროექტზე მუშაობამ მოტივაცია ამიმაღლა და მომცა რწმენა, რომ ერთობლივი ძალისხმევით არა მხოლოდ სკოლის, არამედ თემის პრობლემების მოგვარებაც შეიძლება," - ამბობს ილია კიკნაძე, თბილისის #118 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე.