„არა პოლიეთილენს!“

სოფელ ფახულანის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეებმა ქაღალდის ფერადი პარკები დაამზადეს და მოსახლეობას მოუწოდეს უარი თქვან პოლიეთილენის პარკების გამოყენებაზე. ქაღალდის პარკებს მათ ერთგვარი ბროშურის ფუნქცია მიანიჭეს და სხვადასხვა სლოგანი, ზოგადი ინფორმაცია განათავსეს მათზე, რომელიც მომხმარებელს პოლიეთილენის პარკებზე უარის თქმისკენ მოუწოდებდა.

მოსწავლეთა ამ ინიციატივის მიზანი პოლიეთილენის პარკების მავნებლობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება იყო.

დასასრულს კი, მოსწავლეთა ორგანიზებით დასუფთავების აქცია მოეწყო და მდინარის სანაპირო პოლიეთილენის პარკებისა და ბოთლებისგან გაწმინდეს.