მოსწავლეების ინიციატივა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისათვის

გარბენი, მკლავჭიდი, ბოულინგი, ბაგირის გადაქაჩვა - იმ სპორტულ ასპარეზობათა ჩამონათვალია, რომელიც თბილისის #129 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეების ორგანიზებით გაიმართა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად. 

სპორტულ ღონისძიებებში გამარჯვებულებს წამახალისებელი პრიზები გადაეცათ.

მოსწავლეები, ასევე, შეხვდნენ სკოლის ექიმს, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე ესაუბრა მათ. მოზარდებმა თემატური საინფორმაციო მასალა სკოლასა და თემშიც გაავრცელეს.