სამოქალაქო განათლების კვირეული

გორში შიდა ქართლის პარტნიორი სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით  სამოქალაქო განათლების საკითხებზე კვირეული ჩატარდა.

კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობები მოეწყო, გაიმართა ვიქტორინა, გორის უნივერსიტეტის სტუდენტების დახმარებით ჩატარდა ტრენინგი დებატების წარმართვის თემაზე, ხოლო ტრენინგის ბოლოს დებატები პრაქტიკულადაც შედგა, რომლის მონაწილეებმა ბავშვთა შრომისა და  შრომითი უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს.

მოსწავლეები გორის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელსაც შეხვდნენ და შიდა ქართლის ტურისტულ პოტენციალზე  და ეკო ტურიზმის განვითარებაზე ისაუბრეს მასთან.

კვირეულის ბოლოს კი გასვლითი ღონისძიება  მოეწყო  ყინწვისის ხეობაში. მოსწავლეებმა  დაათვალიერეს ისტორიული ძეგლები, გუნდური  თამაშები გამართეს,   ერთმანეთს წარმატებული პროექტებისა და ინიციატივების  შედეგები გაუზიარეს და ერთობლივი ღონისძიებები სამომავლოდაც დაგეგმეს.