სამოქალაქო კლუბის წევრებმა სოფლისთვის მნიშვნელოვანი პრობლემა მოაგვარეს

სოფელ გამარჯვების სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებმა სოფლისთვის მნიშვნელოვანი პრობლემის - სასმელი წყლის ვარგისიანობის დადგენა გადაწყვიტეს. წლების წინ სასმელ წყალში აღმოჩენილი იქნა ჯანმრთელობისათვის საშიში ბაქტერია. განმეორებითი სინჯები მას შემდეგ არ ჩატარებულა, ამიტომ მოსახლეობას არ ქონდა ზუსტი ინფორმაცია სასმელი წყლის ვარგისიანობის შესახებ. პრობლემის მოგვარების მიზნით მოსწავლეები შეხვდნენ სოფლის გამგებელს, რომლის დახმარებით სკოლას ეწვია სპეციალისტი. მან მოსწავლეებს ინფორმაცია მიაწოდა სასმელი წყლის მნიშვნელობაზე და აიღო სასმელი წყლის სინჯი. ტესტირებამ აჩვენა, რომ წყალი სასმელად ვარგისია. მოსწავლეებმა ეს ინფორმაცია თემში გაავრცელეს.