„სპორტი-ჯანსაღი ცხოვრების აუცილებელი პირობა“

ქვემო ხვითის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეებმა სკოლაში ჩაატარეს   საინფორმაციო შეხვედრა,  რომლის მიზანი იყო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის არსებული მდგომარეობის დადგენა. მსჯელობისას მოსწავლეების უმრავლესობამ აღნიშნა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვისათვის  სკოლას უნდა ჰქონდეს მოწესრიგებული სპორტული მოედანი. 

მოსწავლეებმა დაასუფთავეს სკოლის შიდა და გარე ტერიტორია,  სკოლის პედაგოგების და თემის წარმომადგენლების დახმარებით ჩაატარეს  სპორტული მოედნის აღდგენითი სამუშაოები -  დაიხაზა ფრენბურთისა და კალათბურთის ღია მოედნები, შეიღება კონსტრუქციები, შეკეთდა კალათბურთის ფარები. 

სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად სკოლაში მიმდინარეობდა საინფორმაციო კამპანია.  ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობაზე სასაუბროდ შეხვდნენ ექიმს, მოამზადეს პრეზენტაციები და მოსწავლეებს გაუზიარეს ინფორმაცია  მავნე ჩვევების  მავნებლობაზე,  სპორტის, ვარჯიშისა და ჯანსაღი კვების მნიშვნელობაზე,  მოამზადეს და გაავრცელეს საინფორმაციო ფლაერები. კეთილმოწყობილ სპორტულ მოედანზე განხორციელდა სპორტული კვირეული, გაიმართა შეჯიბრებები კალათბურთში, ფრენბურთსა და ფეხბურთში.