მოსწავლეებმა სკოლის ტერიტორიაზე სკვერი მოაწყეს

სამოქალაქო განათლების გაკვეთილით მოტივირებულმა ვაზიანის საჯარო სკოლის 10-ე კლასის მოსწავლეებმა სკოლის ტერიტორიაზე სკვერი მოაწყეს. მოსწავლეებმა ჯერ სკოლის ეზო დაასუფთავეს, შემდეგი კი შეღებეს ღობე, მოხატეს ყვავილების დასარგავად განკუთვნილი საბურავები და დარგეს ყვავილები. 
სკოლის ადმინისტრაციის დახმარებით სკვერის ტერიტორიაზე გაკეთდა წყლის ონკანი და დაიდგა სკამები. ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით სკოლას გადაეცა ნაგვის ურნები და დაიგო სკოლამდე მისასვლელი გზის საფარი.
ვაზიანის საჯარო სკოლაში სკვერის მოწყობა შესაძლებელი გახდა USAID -ის პროგრამის „მომავლის თაობა“ მცირე საგრანტო პროექტის „ვისწავლოთ ლამაზ გარემოში“ ფარგლებში.