სოფელ ქისტაურის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრების ინიციატივით გაუმჯობესდა საგზაო უსაფრთხოება სოფელში.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრების ინიციატივით გაუმჯობესდა საგზაო უსაფრთხოება სოფელში. 

სკოლა ტერიტორიულად სოფლის შესასვლელში, მთავარ საავტომობილო მაგისტრალზე მდებარეობს. სკოლის წინ არ იყო სიჩქარის შემაფერხებელი ბარიერი ან შესატყვისი საგზაო ნიშანი. გადატვირთული მოძრაობა სასკოლო საზოგადოებას მუდმივ საფრთხეს უქმნიდა. 

,,პრობლემის მოგვარებაში საპატრულო პოლიცია დაგვეხმარა, დროებით გადაკეტეს მთავარი საავტომობილო გზა და სკოლის ადმინისტრაციისა და თემის წევრების დახმარებით სკოლის წინ სიჩქარის შემაფერხებელი ბარიერი დამონტაჟდა. მოსწავლეების ინიციატივამ საგრძნობლად გააუმჯობესა სოფლის მოსახლეობის საგზაო უსაფრთხოება“ - აღნიშნა სასკოლო სამოქალაქო კლუბის ლიდერმა მარიამ შათირიშვილმა.