თანატოლების ინფორმირება ძალადობის შესახებ

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ საღოლაშენის სკოლის მოსწავლეებმა გადაწყვიტეს თანატოლების ინფორმირება ძალადობის  შესახებ

სკოლაში ჩატარდა  უფროსკლასელი მოსწავლეების გამოკითხვა -  რამდენად ფლობდნენ ინფორმაციას  თუ  რა არის ძალადობაშესწრებიან თუ არა  სკოლაში ძალადობის ფაქტებს და  რა მოუმოქმედებიათ.

როგორც კლუბის ლიდერმა  ვერიკო სუხიტაშვილმა აღნიშნა  -პროექტის ფარგლებში დავგეგმეთ  მოსწავლეებისთვის მიგვეწოდებინა  ინფორმაცია ძალადობის შესახებ, რათა მათ უკეთ გაეგოთ რა არის ძალადობაჩაგვრა და ესაუბრათ საკუთარ პრობლემაზე.  ჩვენმა მიდგომამ გაამართლა, მოსწავლეები საკმაოდ გულახდილად საუბრობენ თავიანთ პრობლემებზე, ურთიერთობებზე, იყვნენ გამოსავლის ძიებაში, აყალიბებდნენ საკუთარ აზრებს“.

მოსწავლეების ინიციატივით სკოლაში მოეწყო საინფორმაციო შეხვედრა, სადაც კლუბის ლიდერებმა  ისაუბრეს ძალადობის სახეებზეფორმებზე, ბულინგზე და მისი პრევენციის გზებზე - ვის უნდა მიმართონ ძალადობის შემთხვევაში  და  როგორ ისარგებლონ ცხელი ხაზით. მოიფიქრეს სლოგანები  და მისი მეშვეობით შექმნეს პლაკატები, რომლის პრეზენტაცია მოეწყო სასკოლო გარემოში.