მოსწავლეების შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან

განმუხურის საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებსა და მერიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მოსწავლეებმა ადგილობრივი ხელისუფლების წევრებს  მათ მიერ პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში განხორციელებული პროექტები გააცნეს - სკოლაში მოეწყო ბიბლიოთეკა, განახლდა წიგნები და ინვენტარი.  

მოსწავლეებმა ასევე სკოლასა და სოფელში მათ მიერ დანახულ  პრობლემებსა და საჭიროებებზე ისაუბრეს, როგორიცაა -  სკოლაში სააქტო დარბაზის მოწყობა, სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება, ეტლით მოსარგებლე მოსწავლისთვის სკოლის ტერიტორიაზე პანდუსის მოწყობა, სკოლაში განახლებული ბიბლიოთეკის სრულყოფილად  ფუნქციონირებისათვის ბიბლიოთეკარის დანიშვნა და სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობისთვის საჭირო ტექნიკით დახმარება.

შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართება კიდევ ერთი შეხვედრა, სადაც კონკრეტულად განიხილება  მოსწავლეების მიერ წამოჭრილი, თითოეული საკითხის მოგვარების გზა  ვადები და მათი გადაჭრის გზები.