სოფელ ჯალაურთის მოსწავლეებმა საინფორმაციო კამპანია აწარმოეს ქალთა უფლებების დაცვის თემაზე

მოსწავლეებმა სოფელ ჯალაურთაში მცხოვრები ქალბატონებისთვის კომპიუტერის შემსწავლელ ერთთვიან უფასო კურსს გაუკეთეს ორგანიზება. ქალბატონებს მეცადინეობები სკოლის საინფორმაციო ტექნოლოგიების პედაგოგმა ჩაუტარა. 

“ისე როგორც მთლიანად ქვეყანაში, ჩვენს სოფელშიც ქალთა უმუშევრობა ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, იმისათვის რომ ქალების დასაქმების შესაძლებლობა გაზრდილიყო, მათი უნარების გაძლიერებაზე ვიფიქრეთ და გამოგვივიდა კიდეც. ჩვენ ვგეგმავთ ინიციატივებს ამ მიმართულებით“ - ამბობს ნინო ცარციძე, სასკოლო სამოქალაქო კლუბის ლიდერი მოსწავლე. 

 მოსწავლეებმა ასევე აწარმოებს კამპანია ქალთა უფლებების დაცვის თემაზე. დაამზადეს და თემში დაარიგეს ბუკლეტები. სკოლაში ჩატარდა ტრენინგები და კონფერენცია - გამოფენა, სადაც საზოგადოებას ის ქალბატონები გააცნეს, რომლებმაც თავიანთი მოღვაწეობით მსოფლიო შეცვალეს. 

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯალაურთის საჯარო სკოლის პედაგოგის ხელშეწყობით მოსწავლეებმა პროექტი პროგრამა „მომავლის თაობა“ მცირე გრანტის დაფინანსებით განახორციელეს.