ამერიკელი სტაჟიორი თბილისის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებს ხვდება

თბილისის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრები თბილისის მოზარდთა სახლში შეიკრიბნენ და სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში  სხვადასხვა პროექტებში მათი სამოქალაქო  ჩართულობა განიხილეს. მათ ისაუბრეს საკუთარ გამოცდილებაზე, გამოწვევებზე და იმ ზეგავლენაზე, რაც სამოქალაქო განათლების სწავლებამ მოახდინა მათ ცხოვრებაზე.

კლაუდია როდრიგესი აშშ-დან, მცირე ლიბერალური ხელოვნების კოლეჯის მეორე კურსის სტუდენტი, რომელიც სტაჟირებას ორგანიზაცია PH International - ში გადიოდა, ხელმძღვანელობდა დისკუსიას სტუდენტებს შორის, რომლებმაც ენთუზიაზმით ისაუბრეს მათ მიერ განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე. 

შეხვედრის დროს განხილული  თემები და  შეკითხვები ეხმაურებოდა  აქტიურ მოქალაქეობას, სამოქალაქო განათლების მნიშვნელობას და  საზოგადოებაში არსებული პრობლემების გამოვლენას და მათი გადაჭრის გზების ძებნას.

"მე მხოლოდ 15 წლის ვარ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ  უკვე შესამჩნევია ის  ცვლილებები რომელისაც  ჩვენ მივაღწიეთ. სკოლის დასრულების შემდეგ ჩვენ უფრო მზად ვიქნებით სოციალური პრობლემების გადასაჭრელად. ვფიქრობ, მომავალში შევძლებთ უკეთესობისკენ  შევცვალოთ ჩვენი ქვეყანა", - აღნიშნა  სტუდენტმა ნიკამ.

მოგვიანებით შეხვედრაზე მოსწავლეებმა ისაუბრეს იმ გავლენაზე და როლზე რაც მოახდინა პროგრამამ „მომავლის თაობამ“  მათ  ცხოვრებაში.

ანამ ისაუბრა ფსიქოლოგიური პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც აქტიურ მოსწავლეებს უნდა გააჩნდეთ: "ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევაა, მაგრამ ცვლილების მიღების შემდეგ თავს ძალიან კარგად ვგრძნობთ; ვგრძნობთ ბედნიერებას და აღფრთოვანებას როდესაც ვხედავთ,  რომ ჩვენ გავაკეთეთ სასარგებლო საქმეს“.

შეხვედრის დასასრულს ჯგუფში რამოდენიმე მოსწავლემ სურვილი გამოთქვა გზავნილი გაუგზავნოს  სხვა ბიჭების და გოგონებს  საქართველოში და მოუწოდეს სამოქალაქო აქტივობისკენ.