„უვნებელი მომავალი"

ქალაქ თბილისის # 9 საჯარო სკოლის სამოქალაქო  კლუბის წევრებმა,  მარიხუანას გამოყენების მავნებლობის შესახებ თანატოლების ინფორმირების და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზების მიზნით სხვადასხვა აქტივობები განახორციელეს.

სკოლაში ჩატარდა სემინარი თემაზე „უვნებელი მომავალი". ჩატარდა კვლევა, რომლის  შედეგებზე და შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია, ხოლო სკოლის ექიმმა ისაუბრა მარიხუანას მავნე ზემოქმედების შესახებ. მოსწავლეებმა დაამზადეს საინფორმაციო პოსტერები და ვიდეო რგოლი მოწოდებით ,,არა მარიხუანას", რომელიც განათავსეს სოციალურ ქსელში.

სკოლაში მოეწყო სპორტული შეჯიბრი ფრენბურთში. გლდანი-ნაძალადევის გამგეობის მხარდაჭერით კი მოეწყო მარათონი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო იმავე რაიონის „მომავლის თაობის“ პროგრამაში ჩართულმა სკოლებმა.