მოსწავლეებმა ნაადრევი ქორწინების საკითხებზე საინფორმაციო კამპანია ჩაატარეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხვითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნაადრევი ქორწინების საკითხებზე საინფორმაციო კამპანია ჩაატარეს.

მოსწავლეების მიერ ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ საჭიროა მშობლების და მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება ადრეული ქორწინებით გამოწვეული ნეგატიური შედეგების შესახებ. 

მოსწავლეები გაესაუბრნენ მშობლებს და ახალგაზრდებს, რომლებმაც ადრეულ ასაკში შექმნეს ოჯახი. აღნიშნულ ინტერვიუებზე დაყრდნობით მოამზადეს ვიდეო რგოლი და უჩვენეს სკოლაში, რომლის შემდეგ გაიმართა დისკუსია.