სოფელ რიყის სკოლის მოსწავლეებმა საგზაო უსაფრთხოებაზე იზრუნეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა საგზაო უსაფრთხოებაზე იზრუნეს.

სკოლის წინ არსებული ქვეითთა გადასასვლელი საჭიროებდა განახლებას. მოსწავლეებმა სკოლის ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის და  ზუგდიდის მერიის ხელშეწყობით მიიღეს ნებართვა მოეხატათ ქვეითთა გადასასვლელი. 

კლუბის წევრები იმედოვნებენ რომ განახლებული გადასასვლელი ხელს შეუწყობს მოქალაქეებს დაიცვან მოძრაობის  წესები, რის შედეგადაც გაიზრდება საგზაო უსაფრთხოების ნორმები.