მრჩეველთა კომიტეტის შეხვედრა

2018 წლის 17 დეკემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის   სამინისტროში გაიმართა სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ მრჩეველთა კომიტეტის შეხვედრა. პროგრამის დირექტორმა, მარინა უშვერიძემ კომიტეტის წევრებს გააცნო პროგრამის ფარგლებში 2017-2018 სასწავლო წლის მანძილზე სკოლებში სამოქალაქო განათლების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული  საქმიანობის შედეგები. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს თანამშრომლობის სამომავლო გეგმები.  

შეხვედრას ესწრებოდნენ პროგრამის მრჩეველთა კომიტეტის წევრები - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, ორგანიზაცია PH International-საქართველოს, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის  წარმომადგენლები.