შეხვედრა მსოფლიო ჩემპიონთან

თბილისის # 214 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრების ინიციატივით სკოლაში მოეწყო შეხვედრა მსოფლიო ჩემპიონთან ძიუდოში გურამ თუშიშვილთან, მის პირად მწვრთნელთან ბათუ ჯიქურთან და სამგზის მსოფლიო ჩემპიონთან მკლავჭიდში რევაზ ლუტიძესთან.
სტუმრებმა ისაუბრეს ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე და მოსწავლეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მიზნის დასახვა, მისკენ სწრაფვა და თავდაუზოგავი შრომა, რომელმაც შესაძლოა მსოფლიო ჩემპიონობამდეც კი მიგიყვანოს. 
"ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება უმნიშვნელოვანესია არა მარტო ფიზიკური, არამედ სულიერი გაჯანსაღებისთვის. ცნობილია, რომ ადამიანი ინტენსიური ფიზიკური ვარჯიშის დროს ბედნიერებას განიცდის. იმისთვის, რომ უფრო მეტი ახალგაზრდა დაკავდეს ვარჯიშით, მნიშვნელოვანია იმ ადამიანების პირადი მაგალითების გაცნობა, რომლებმაც ბევრს მიაღწიეს ამ მიმართულებით. ჩვენთვის საუკეთესო მაგალითია მსოფლიო ჩემპიონი ძიუდოში, ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული, გურამ თუშიშვილი" - ამბობს სოფო დავითოშვილი, # 214-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრი.