,,ჩვენი ოთხფეხა მეგობრები''

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ცხოველების დაცვის მიზნით დაგეგმეს და განახორციელეს საინფორმაციო კამპანია ,,ჩვენი ოთხფეხა მეგობრები'. 

მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია და მოამზადეს პრეზენტაცია შინაური ცხოველების შესახებ. მოეწყო ნახატებისა და სლოგანების გამოფენა. საუკეთესო ნამუშევრები პლაკატების სახით გამოიკრა ხალხმრავალ ადგილებში. გაიმართა შეხვედრა და საუბარი უმცროსკლასელებთან. 

,,პროექტის მიზანია დავიცვათ ცხოველები სასტიკი მოპყრობისგან და ვიზრუნოთ მიუსაფარ ცხოველებზე. პროექტის მიმდინარეობის დროს, ჩვენ შევეცადეთ უმცროსკლასელებში გაგვეღვივებინა დადებითი განწყობა ცხოველებისადმი’’- აღნიშნა თამთა პაქსაძემ ბაილეთის საჯარო სკოლის მე- 9 კლასის მოსწავლემ.