მოსწავლეები არჩევნებში მონაწილეობის შესახებ

არჩევნებში მოსახლეობის მონაწილეობა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვანის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრების მთავარი თემაა!  

კლუბის წევრებმა, სკოლაში  საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი, ქალბატონი დალი არევაძე მოიწვიეს. ქალბატონმა დალიმ ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დემოკრატიული არჩევნების ჩატარება ქვეყნის განვითარებისთვის და  შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნო საარჩევნო პროცედურები.