აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ქ-ნ ელიზაბეთ რუდის ვიზიტი ჩიბათის სკოლაში

2018 წელს 19 ოქტომბერს, ჩიბათის საჯარო სკოლამ, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ქ-ნ ელიზაბეთ რუდს უმასპინძლა.
ვიზიტი ჩიბათის საჯარო სკოლის ეზოში საშემოდგომო გამოფენის დათვალიერებით დაიწყო და პრეზენტაციებით გაგრძელდა, სადაც სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ლადო აფხაზავამ, მის მოსწავლეებთან ერთად მათ მიერ განხორციელებული სამოქალაქო განათლების პროექტების შესახებ ისაუბრეს. 
ვიზიტი, ლანჩხუთის ოკუპაციის მუზეუმში სტუმრობით დასრულდა, სადაც ლანჩხუთის სკოლების მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ გასაუბრებოდნენ ქ-ნ ელიზაბეთ რუდს.