მოსწავლეებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორიის გაუმჯობესება გადაწყვიტეს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მზისგულის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრმა  მოსწავლეებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორიის გაუმჯობესება გადაწყვიტეს.

მოსწავლეების ინიციატივით და  სკოლის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, კლუბის წევრებმა სკოლაში სკვერის მოსაწყობად საღებავები და ეზოს სკამები მიიღეს.

შედეგად, სკოლაში მისულ მოსწავლეებს და პედაგოგებს უკვე განახლებულ გარემოში უწევთ  მუშაობა.