კონფერენცია „დემოკრატია, როგორც ქვეყნის განვითარების წინაპირობა“

ბათუმის ამერიკულ კუთხეში გაიმართა დემოკრატიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია „დემოკრატია, როგორც ქვეყნის განვითარების წინაპირობა“. 

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს პროგრამის, „მომავლის თაობა“ პარტნიორი სკოლების სამოქალაქო კლუბებმა. კლუბის წევრებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, გაიმართა დისკუსია, დებატები, დღის ბოლოს კი მოეწყო  კვირეულის  საზეიმო დახურვა. 

„მნიშვნელოვანია, რომ თანამედროვე საზოგადოება ეყრდნობოდეს დემოკრატიულ ღირებულებებს და ჩვენ, ახალგაზრდობამ ხელი შევუწყოთ დემოკრატიული მსოფლმხედველობის დამკვიდრებას საზოგადოებაში“ - განაცხადა ზემო წინსვლის სამოქალაქო კლუბის ლიდერმა, მარიამ სურმანიძემ.