მოსწავლეებმა ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, სასკოლო სამოქალაქო კლუბების ინიციატივით, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნა. 

მოსწავლეებმა ჩაატარეს ვიქტორინა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ახალციხის #1, #5, #6, სოფლების - ღრელის, ბენარის, მლაშეს საჯარო სკოლების და კერძო სკოლა ,,მზექას“ მოსწავლეებმა. 

ვიქტორინას წინ უძღვოდა ტრენინგი ჯანსაღი ცხოვრების წესის, ადრეული ქორწინების და ინფექციური დაავადებების პრევენციის თემებზე. ტრენინგები ჩაატარეს ასოციაცია „ჰერა XXI“-ს თანასწორ-განმანათლებლებმა.

ვიქტორინაში გამარჯვებულ საჯარო სკოლების გუნდებს საჩუქრები გადაეცათ.