მოსწავლეთა ინიციატივით ხაიშის საჯარო სკოლაში სკვერი მოეწყო.

მოსწავლეთა ინიციატივით ხაიშის საჯარო სკოლაში სკვერი მოეწყო. სკოლის ადმინისტრაციამ სკვერისთვის ადგილი შეარჩია, ხოლო ადგილობრივმა თვითმმართველობამ ფიჭვის ნერგები გადასცა სკოლას.

მოსწავლეების მიერ ორგანიზებულ გამწვანებისა და დასუფთავების აქციებში მონაწილეობა მიიღეს მშობლებმა და სკოლის ადმინისტრაციამ. მოსწავლეებმა ძველი საბურავებისგან საყვავილეები დაამზადეს და სკამები შეღებეს.

ახლა ხაიშის სკოლას აქვს ლამაზი სკვერი, რომლითაც სარგებლობენ როგორს მოსწავლეები, ასევე თემის წევრები