ბენარის სკოლის მოსწავლეებმა შშმ პირებთან ერთად ღონისძიება გამართეს

სოფელ ბენარის სკოლის მოსწავლეები შშმ პირების სარეაბილიტაციო ცენტრის - „ტალიტა კუმის" ბენეფიციარებს დაუმეგობრდნენ.
სასკოლო სამოქალაქო კლუბის „ფესვები" წევრმა მოსწავლეებმა და ცენტრის შშმ ბენეფიციარებმა ჯერ ხელნაკეთი ნივთების და ნახატების გამოფენა-გაყიდვა, ხოლო შემდეგ ერთობლივი კონცერტი მოაწყვეს.
"მინდოდა მათ გვერდში დგომა, მე და ჩემმა კლასელებმა შევძელით მათი გახარება, ერთად დავხატეთ, დავამზადეთ ხელნაკეთი ნივთები და გავმართეთ კონცერტი. მინდა, რომ ამ ბავშვებს არ ჰქონდეთ საზოგადოებაში გამოსვლის შიში და შესძლონ მეტი კომუნიკაციის დამყარება ხალხთან" – აღნიშნა სამოქალაქო კლუბის ლიდერმა, ხატია ფეიქრიშვილმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღონისძიება გააშუქა ადგილობრივმა ტელეკომპანიამ  „TV9”.