ფახულანის მოსწავლეების პროექტი „არა ძალადობას“

ფახულანის #1 სკოლის მოსწავლეებმა ძალადობისა და ჩაგვრის პრევენციის მიზნით სოფელში საინფორმაციო კამპანია ჩაატარეს.

მოსწავლეებმა დაამზადეს და  თემში გაავრცელეს საინფორმაციო ბუკლეტები, მოაწყვეს მრგვალი მაგიდა სხვადასხვა სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით, თემატური  ესეების, ნახატების და ასფალტზე ხატვის კონკურსები, გადაიღეს და სოციალურ ქსელში გაავრცელეს სიმულაციური ვიდეო ჩაგვრის თემაზე.

სკოლაში დაიდგა ანონიმური ყუთი, სადაც მოსწავლეები ათავსებენ ძალადობისა თუ ჩაგვრის ფაქტების შესახებ  ინფორმაციას, შემდგომ ფსიქოლოგთან ერთად ხდება ამ ფაქტების განხილვა.

 საინფორმაციო კამპანიას წინ უძღვოდა მცირე გრანტის პროექტის „არა ძალადობას“ ფარგლებში დაგეგმილი კონსულტაციები, ტრენინგები და ძალადობის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების  შესახებ საჭირო ცოდნის მიღება.