პარტნიორი სკოლების სემესტრის შემაჯამებელი ღონისძიებები

პროგრამის მომავლის თაობა" ფარგლებში, საქართველოს 10 რეგიონის პარტნიორი სკოლების მონაწილეობით, ჩატარდა სემესტრის  შემაჯამებელი ღონისძიებები.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს წარმატებული საკლასო და საკლუბო პროექტების, სათემო ინიციატივების პრეზენტაციები.

აქტიურ მოსწავლეებს და პედაგოგებს გადაეცათ სიგელები.

 შეხვედრებს ესწრებოდნენ პარტნიორი სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგები და მოსწავლეები, სკოლის ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციების, საგანმანათლებლო რესურს ცენტრების წარმომადგენლები.