მოსწავლეების ინიციატივით კუს ტბაზე გარბენი გაიმართა

. თბილისის #46 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის მოსწავლეების ინიციატივით კუს ტბაზე გარბენი გაიმართა. 
გარბენში მონაწილეობა მიიღო 120-მა უფროსკლასელმა მოსწავლემ თბილისის ოცი საჯარო სკოლიდან. 
ღონისძიების მსვლელობისას კუს ტბაზე მოეწყო მოსწავლეთა ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, შემოსული თანხა კი თბილისის უსინათლო ბავშვთა 202- საჯარო სკოლას გადაეცა.
გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს სამახსოვრო საჩუქრებით და პრიზებით.
ღონისძიების მხარდამჭერნი: კომპანია დიო- აღმასრულებელი დირექტორი თამაზ დაუშვილი, სპორტის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, ფედერაცია სპორტი ყველასათვის გამგეობის წევრი მერაბ მაისურაძე, ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის გენერალური დირექტორი ლევან კიკალიშვილი, ტანვარჯიშისა და კალათბურთის ფედერაციების წარმომადგენელები, . თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები.